უფროსი მექანიკოსი
- სრული განაკვეთი
- მართვის მოწმობაB
02 მაი - 01 ივნ
სტანდარტი
პოზიცია: უფროსი მექანიკოსი
დამსაქმებელი: შპს თაბორი რიზორთსი - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
http://gcfund.ge/en/gtdf/10/Paragraph-Golf-%26-Spa-Resort-Tabori-Hill
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გოლფის მოედნების ტექნიკური აღჭურვილობის ინსპექტირება, დიაგნოსტიკა და რემონტი
- გოლფის მოედნის თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი ტექნიკური აღჭურვილობის შენახვის, სათანადო წმენდასა და უსაფრთხოდ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით
- ტექნიკური აღჭურვილობის სწორი ექსპლუატაცია და შეკეთება
- ტექნიკური აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვის, საექსპლუატაციო ხარჯებსა და სარემონტო სამუშაოებზე ჩანაწერების წარმოება
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიცემული დავალებების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და კომპეტენციის ფარგლებში;
- ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- პროფესიული ტექნიკური განათლება
- მსუბუქი და მძიმე ტექნიკის და საავტომობილო მოწყობილობების ტექნიკურ დონეზე ცოდნა
- მექანიკური პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების დაგეგმარება და უზრუნველყოფა
- შიდა წვის ძრავებისა და სათიბი მოწყობილობების თეორიული და ექსპლუატაციის დონეზე ცოდნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- გუნდის მართვის უნარი
- დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2022წლის 02 ივნისისა
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმოება/ოპერაციები
მექანიკოსი