ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
29 აპრ - 29 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 3 ფილიალს თბილისის მაშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით. 

კლუბი ორიენტირებულია პროგრესზე, მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე ტენდენციების დანერგვაზე. მრავალფეროვანი სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გარდა, კლუბს აქვს დამახასიათებელი ავანგარდული ინტერიერი და კომფორტული გარემო. 

 

პოზიციის მიმოხილვა: 

ადმინისტრატორი - დასაქმებულმა უნდა გაუწიოს ადმინისტრირება კლუბში შემოსულ მომხმარებლებს. ადმინისტრატორი კლუბის წევრებს ხვდება ღიმილით, ის პასუხისმგებელია განსაკუთრებით მომსახურებაზე და მაღალი სტანდარტების დაცვაზე. მან სწორად და დამაჯერებლად უნდა მოახდინოს კლიენტის ამოცანების გადაჭრის თავისი ხედვების დემონსტრირება.  

 

პასუხისმგებლობები: 

  • კლიენტების ეფექტური მიღება/მომსახურება; 
  • კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა; 
  • სალაროს აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა; 
  • გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა; 
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი ინფორმაციის მიწოდება; 
  • მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება; 

 

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები: 

  • კომუნიკაბელურიბა; 
  • დაგეგმვის და დროის მართვის უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • დახვეწილი მეტყველების უნარი; 
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი; 
  • ინდივიდულურად და გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა; 
  • დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი; 

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ( სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით) 
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა 
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) 

 

პირობები: 

  • ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • მოქნილი გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 08:00-დან 15:30მდე ან 15:30-დან 23:00მდე (სწავლის და მუშაობის შეთავსება (ნახევარი განაკვეთი); 
  • დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე; 
  • ხელფასი: ხელზე ასაღები 600 ლარი  

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე : hr@oktopus.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს. https://www.oktopus.ge/ 

 

 

ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
მსგავსი განცხადებები