შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული
09 მაი - 29 მაი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას. 

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე. 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ისთ-ფოინთის და დიღმის ფილიალებში. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • დააორგანიზოს ძირითადი ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების კუთხით ჰიპერმარკეტის თანამშრომლებისთვის; 
  • ჩაატაროს შრომის უსაფრთხოების პირველადი ტრენინგი სტაჟიორებისთვის; 
  • მუდმივად აწარმოოს დატრენინგებული თანამშრომლების  აღრიცხვიანობის ჟურნალი;  
  • უზრუნველყოს და აკონტროლოს მაღაზიაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა; 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში მუშაობის; 
  • რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებული და კონცენტრირებული მუშაობის უნარი; 

 
პირობები: 

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; 
  • სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ ( 1 საათი შესვენება); 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); 
  • Fitpass; 

 

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ  
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge   
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ 
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში. 

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.  

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

 

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი