ფილიალის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
29 აპრ - 29 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. 

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 11 ფილიალს საქართველოს მაშტაბით. 

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00-დან 20:00-მდე) 

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით  

ადგილმდებარეობა: თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ვეტერინარულ ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა; 
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; 
  • მსხვილი ფერმერების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირება და გადამისამართება; 
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება; 
  • გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტების სათანადოდ წარმოჩენა და გაყიდვების ტექნოლოგიების გაუმჯობესება; 
  • ფილიალში მიღებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა; 
  • ფილიალში გასული პროდუქტების სწორად აღრიცხვა და პროგრამაში გატარება; 
  • გაყიდვების ზრდისთვის იდეების და წინადადებების ინიცირება და განხორციელება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • განათლება ვეტერინარული მიმართულებით სასურველია; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • MS Office-ის (Word, Excel) Power Point ცოდნა; 
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 29 მაისამდე.  

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს! 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი