მძღოლებთან კომუნიკაციის კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2500
  • ინგლისური,რუსული
13 მაი - 28 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "Universal Transit" აცხადებს ვაკანსიას მძღოლებთან კომუნიკაციის კოორდინატორის პოზიციაზე. 
 

"Universal Transit" წარმოადგენს ამერიკული ლოჯისტიკის ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტვირთების (ავტომობილების) გადაზიდვა (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე - განხორციელებული გადაზიდვის 100% მონიტორინგით. ჩვენი კომპანიის გუნდი და გამორჩეულად კი ჩვენი დისპაჩინგ დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათია, რითაც მარტივად გამოვირჩევით სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებული კომპანიებისაგან. 

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 16:00 - 24:00 

 ხელფასი: 1500-2500 ლარი (გადასახადების გარეშე). 

 
 
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები: 

  • მძღოლების რეკრუიტინგის პროცესის წარმართვა;  
  • on/offboarding-ის შევსება მძღოლებისთვის;  
  • მძღოლების ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების დროული ორგანიზება; 
  • ზარების მონიტორინგი და შესაბამის საკითხებზე რეაგირება; 
  • მძღოლების სახელფასო უწყისების დამუშავება და შესაბამის თანამშრომლისთვის მიწოდება შემდგომი რეაგირებისთვის; 
  • მძღოლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და შემდგომი გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა; 
  • მძღოლების გარშემო პრობლემების იდენტიფიკაცია და კომპანიის უფლებამოსილ პირთან გადამისამართება; 
  • მძღოლებთან გამართული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად სხვა ფუნქციების შესრულება. 

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების (მარკეტინგის) მიმართულებით; 
  • სასურველია კომუნიკაციების სფეროში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე - სავალდებულოა; 
  • რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე - სავალდებულოა; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Power Point, MS Word, MS Outlook, Microsoft Suite); 

 
პიროვნული თვისებები: 

  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა; 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის სწორად მართვის უნარი; 
  • რამოდენიმე დავალების ერთრდოულად შესრულების უნარი. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას. 

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ, თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე: jobs@universaltransit.us.სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მძღოლებთან კომუნიკაციის კოორდინატორი", ასევე სასურველი ანაზღაურება ვაკანსიის ტექსტში დაფიქსირებული შემოთავაზების ფარგლებში. 

 

 

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი