- სრული განაკვეთი
- 1500 - 2500
- ინგლისური,რუსული


კომპანია "Universal Transit" აცხადებს ვაკანსიას მძღოლებთან კომუნიკაციის კოორდინატორის პოზიციაზე.
"Universal Transit" წარმოადგენს ამერიკული ლოჯისტიკის ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტვირთების (ავტომობილების) გადაზიდვა (dispatching) ამერიკის ტერიტორიაზე - განხორციელებული გადაზიდვის 100% მონიტორინგით. ჩვენი კომპანიის გუნდი და გამორჩეულად კი ჩვენი დისპაჩინგ დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიონალიზმი, ჩვენი კომპანიის სავიზიტო ბარათია, რითაც მარტივად გამოვირჩევით სხვა ანალოგიური საქმიანობით დაკავებული კომპანიებისაგან.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე 16:00 - 24:00
ხელფასი: 1500-2500 ლარი (გადასახადების გარეშე).
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- მძღოლების რეკრუიტინგის პროცესის წარმართვა;
- on/offboarding-ის შევსება მძღოლებისთვის;
- მძღოლების ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმების დროული ორგანიზება;
- ზარების მონიტორინგი და შესაბამის საკითხებზე რეაგირება;
- მძღოლების სახელფასო უწყისების დამუშავება და შესაბამის თანამშრომლისთვის მიწოდება შემდგომი რეაგირებისთვის;
- მძღოლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და შემდგომი გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
- მძღოლების გარშემო პრობლემების იდენტიფიკაცია და კომპანიის უფლებამოსილ პირთან გადამისამართება;
- მძღოლებთან გამართული კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების (მარკეტინგის) მიმართულებით;
- სასურველია კომუნიკაციების სფეროში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე - სავალდებულოა;
- რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე - სავალდებულოა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Power Point, MS Word, MS Outlook, Microsoft Suite);
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
- დროის სწორად მართვის უნარი;
- რამოდენიმე დავალების ერთრდოულად შესრულების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ, თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე: jobs@universaltransit.us.სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მძღოლებთან კომუნიკაციის კოორდინატორი", ასევე სასურველი ანაზღაურება ვაკანსიის ტექსტში დაფიქსირებული შემოთავაზების ფარგლებში.