- სრული განაკვეთი
- 1 - 2 წლამდე
- მართვის მოწმობაB


სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
მის: ბათუმი, ძმები ნობელების ქ. #36
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;
- სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
- აუცილებელია მართვის მოწმობა B (სასურველია C) კატეგორია.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 577 11 02 37.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.