შესყიდვების მენეჯერი
- სრული განაკვეთი
08 მაი - 27 მაი
სტანდარტი
სასტუმრო King Solomon – საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციისა და შესაბამისი მომწოდებლების მოძიება;
- ბაზრის შესწავლა, კომპანიისთვის საჭირო პროდუქტების და მომწოდებლების ბაზის შექმნა;
- ფასთა შედარება და მოთხოვნილი პროდუქტის საუკეთესო ფასში მოძიება შესაბამისი ხარისხით;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება საუკეთესო შესაძლო პირობებით;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და ბუღალტერიასთან კოორდინაცია;
- ყოველდღიური დავალებების შესრულება; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების ჯეროვნად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება შესყიდვებში;
- სასტუმროს სფეროში შესყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@ggc.com.ge
გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი