სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
07 მაი - 27 მაი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

 

 

სამუშაოს აღწერილობა:

  • სოციალური მედიის არხების (Facebook/Pinterest/Instagram/YouTube) მართვა და განვითარება;
  • რელევანტური და მაღალი ხარისხის მქონე კონტენტის შექმნა;
  • საკომუნიკაციო კალენდარის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
  • შექმნილი კონტენტისთვის კოპის წერა;
  • ციფრული რეკლამის გაშვება, მართვა და მონიტორინგი;
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშის  მომზადება;
  • სოციალური მედიის ტრენდების ანალიზი და მონიტორინგი;

 

მოთხოვნები:

  • განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის / ინფორმაციულ ტექნოლოგიების / ჟურნალისტიკის მიმართულებით
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • სოციალურ მედია პლათფორმებზე გვერდების მართვის გამოცდილება
  • მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი
  • ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი


პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; (1 საათი შესვენება)
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
  • FitPass;

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები
თბილისი