სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
27 აპრ - 24 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) აცხადებს ვაკანსიას  

სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე

 

 

ძირითადი მოვალეობები:

საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნებში კომპანიის მიერ წარმოებული და კონტრაქტით წარმოებული სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის/ ცვლილებების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი სარეგისტრაცი დოსიეების მომზადება, მათი წარდგენა მარეგულირებელ ორგანოში და აღნიშნულთან  დაკავშირებული პროცესების მართვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული ენის  აკადემიურ დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • კარგად ერკვეოდეს და ფლობდეს ინფორმაციას საქართველოს, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და რეგისტრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
  • სამკურნალო საშუალების სარეგისტრაციო დოსიეს შექმნის (CTD ფორმატი) მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებული მოქმედება დადგენილი ინსტრუქციების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირების უნარი;
  • რეგისტრაციის/მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • აკურატულობა და პუნქტუალობა;
  • კრიტიკული/ ანალიტიკური/ლოგიკური  აზროვნების უნარი;
  • პედანტიზმი და საქმისადმი სკრუპულოზური დამოკიდებულება;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანი მიმოწერის ეთიკა და კულტურა;
  • დროის ეფექტური მართვა;

     

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com   2022  წლის 23 მაისამდე

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ის საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM Pharmaceuticals (ჯი ემ ფარმასიუთიქალს)-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

 

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.

სამედიცინო
სხვა (სამედიცინო),
ფარმაცია