სატვირთო ავტომობილების კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მცხეთა, სხვა, თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
06 მაი - 26 მაი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ვაკო მოტორსი"  2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

 

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.
     


კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს ქალაქგარეთ - წიწამურში (საგურამოს გადასახვევთან);
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფას თბილისიდან და პირიქით;
  • ყოველწლიურ ბონუსს შესრულებული შეფასების სამუშაოდან გამომდინარე;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ტრენინგების დაფინანსებას;
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

 

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილების კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

 

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  • გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და შესრულება;
  • სატვირთო ავტომობილების გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიისთვის საჭირო სატვირთო მანქანისა ტექნიკის დანადგარების მოძიება და გაყიდვა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება ყველა საჭირო წყაროს გამოყენებით;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათი დაინტერესება არსებული პროდუქტებით და მომსახურებით;
  • მუდმივი კავშირი კორპორატიულ კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
  • მოზიდული კლიენტების მომსახურება და შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა);
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების ანალიზი;
  • კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინიტრირების/ფინანსების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება  (უპირატესობა მიენიჭება ავტო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას);
  • სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა;
  • ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) და რუსული (მინიმუმ B2) ენების ცოდნა;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებული, მიზანდასახული;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი,  09:00 – 18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი - ქალაქგარეთ, წიწამურში (საგურამოს გადასახვევთან);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.   

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@vakomotors.ge . წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება:  "სატვირთო ავტომობილების კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

  • : თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

 

„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)