დარბაზის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული
06 მაი - 26 მაი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.




ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო დარბაზის ყოველდღიურ წესრიგზე ზრუნვა;
  • დარბაზის თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო ვიზუალის კონტროლი;
  • სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლების შესვენების დროის აღრიცხვა და კონტროლი;
  • მომსახურების სტანდარტების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • მოახდინოს ჰიგიენური საშუალებების შეკვეთების მიღება და გაფორმება;
  • ორგანიზება გაუწიოს თანამშრომლების ყოველდღიური მგზავრობის პროცესის გამართულობას;
  • მოახდინოს დიასახლისების ყოველდღიური დასწრების ტაბელის წარმოება პროგრამა 1C-ში;
  • აკონტროლოს დარბაზის დეზინფექციის პროცესი;
  • აკონტროლოს კოვიდ-19-ის რეგულაციების ზუსტი შესრულება კომპანიაში;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
 

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
  • მაღალი კორპორატიული კულტურა;

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 3 დღიანი ცვლა (3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება);
  • სამუშაო საათები: 09:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება);
  • ანაზრაურება: ფიქსირებული;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
  • FitPass;
  • უფასო ტრანსპორტირება;

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი