- სრული განაკვეთი
- 800 - 1000
- ბაკალავრი
- ინგლისური,რუსული


კომპანია: შ.პ.ს „დემასი“
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
პოზიცია: მოლარე –– ოპერატორი
ანაზღაურება: ჯამური საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება (ხელფასი პლიუს ბონუსი) 800 –1000 ლარი, ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი:
ა) დ. აღმაშენებლის ხეივანა N 71, სავაჭრო ცენტრი ,,იდეალი“.
სამსახურებრივი მოვალეობა: სალაროს ოპერაციების წარმოება და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების ( დ.ღ.გ. ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები-9:00 დან 18:00-მდე, დასვენება კვირაში ერთი დღე. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ– ჩვევები: უმაღლესი განათლება-საფინანსო / ეკონომიკური-(ბაკალავრის ხარისხი), კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია), კომუნიკაბელურობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება თვეში 400 ლარი. რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.
ელ ფოსტა:vacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: www.demasi.ge