ბუღალტერი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 2 - 3 წლამდე
- ინგლისური
16 მაი - 26 მაი
სტანდარტი
ტურისტული კომპანია "Free Spirit Tours აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია წარმატებით მუშაობს 2013 წლიდან შემომყვანი ტურიზმის განხრით.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
- პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
- RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- დებიტორ-კრედიტორის კონტროლი
- ტურების ხარჯთაღრიცხვის წარმოება
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
უცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
- საქართველოს საგადასახო კოდექსის ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა; განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00; შაბათი 10:00-14:00
დასვენების დღე : კვირა
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@freespirittours.net
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995558666366
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)