მიმტანის დამხმარე/რანერი
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1300
26 აპრ - 26 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593 390930

„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს მიმტანის დამხმარე (რანერი) ვაკანტური პოზიციები.

 

სამუშაო ადგილი: მცხეთა, გამსახურდიას ქუჩა.

გრაფიკი: სტანდარტული, 8 საათიანი ცვლიანობის გრაფიკი

ანაზღაურება: 650 ლარი (ფიქსირებული) + ჩაი (თვეში საშუალოდ 1200-1300 ლარი)

სხვა: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, საღამოს ტრანსპორტირება.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მაგიდების მოწესრიგება და სერვირება დანერგილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მომზადებული კერძების მიმტანებისათვის მიწოდება;
  • მენიუში არსებული კერძების სრულყოფილად ცოდნა.

 

 

მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • სასურველია საკომუნიკაციო დონეზე უცხო ენების ცოდნა;
  • სწრაფად რეაგირების უნარი;
  • ორანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 593 39-09-30 ან გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი