სოციალური მედია მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
26 აპრ - 26 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისსა და წყნეთში წარმოდგენილ, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არც თანამედროვე ტენდენციებს ჩამორჩება და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს ჩვენს ფილიალებში.  კომპანიას, მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით,  არსებობის დღიდან აქვს მიღებული საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯილდოები (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) და მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებულ დიდ გუნდში გვაქვს სოციალური მედია მენეჯერის ვაკანტური პოზიცია.

 

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99

გრაფიკი: 5 დღიანი, სრული

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური ქსელებისთვის აქტივობების კალენდარის შემუშავება მარკეტიგნის წლიურ კალენდარზე დაყრდნობით და მისი აღსრულება,
  • სოც ქსელებში პოსტების განთავსება;
  • ქოფის წერა პოსტებისთვის დადგენილი საკომუნიკაციო სტანდარტის შესაბამისად;
  • პოსტების ვიზუალებისთვის რეფერენსების მომზადება და დიზაინერთან ერთად მუშაობა ვიზუალის შექმნაზე;
  • ინბოქსში შემოსულ მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე პასუხი;
  • შემოსული რეკლამაციების კოდირება და სტატისტიკის წარმოება;
  • სარეკლამო ბიუჯეტის მართვა, მომხმარებელთა სწორი სამიზნე ჯგუფების გამოყოფა, სარეკლამო დანახარჯების ეფექტიანობის ზრდაზე ზრუნვა.
  • სოციალურ ქსელში აქტივობების შედეგად მიღწეული პარამეტრების ანალიზი და რიპორტინგის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოიურ პოზიციაზე; სასურველია მსგავს სფეროში;
  • სასურველია უმაღლესი განათლება - მარკეტინგის მიმართულებით;
  • დიჯითალ მარკეტინგის მიმართულებით ტრეინინგები ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული-მშობლიური, ინგლისური ენა - კარგად, სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • Facebook ads/business Manager
  •  Photoshop - საბაზისო ცოდნა

 

სასურველია:

  • Google Analytics, Google Ads -ის ცოდნა. 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • საქმის წინასწარ დადგენილი სტანდარტების დაცვით შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობა და ინიციატივის უნარი;
  • ანალიტიკური ანზროვნება;

 

თუ გსურთ შეუერთდეთ წისქვილი ჯგუფის გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “სოციალური მედიის მენეჯერი“.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები
თბილისი