- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- ინგლისური


სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თბილისი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს „არდი დაზღვევის“ ფილიალები.
სამუშაო განრიგი: ორშაბათ - პარასკევი 10:00 და 18:00 მდე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სდაზღვევო პროდუქტების შეთავაზება.
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება.
- პროდუქტის მახასიათებლების და უპირატესობების გაცნობა.
- სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება პოტენციურ მომხმარებელთან.
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა.
- საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება.
- გაყიდვების დადგენილი გეგმის შესრულება განსაზღვრულ დროში.
- არსებულ მომხმარებლებთან სადაზღვევო პროდუქტების განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალურობის შენარჩუნებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office and E-mail);
- ქართული ენის გამართული ცოდნა (წერა, მეტყველება) - სავალდებულოა;
- უცხო ენ(ებ)ის ცოდნა - ინგლისური;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge.
სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.