- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- 1 - 2 წლამდე
- ინგლისური


“დრესაპ ჯგუფი“ უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Levi’s, Lacoste, Lee, Wrangler, Guess, Gant, Tommy Jeans, Jack & Jones, Etam, Mavi, Converse, Vans, Greider და ა.შ. ყველაზე დიდ არჩევანს.
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- მზარდი ბიზნესი;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
- ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაოს აღწერა:
კომპანიის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში საინფორმაციო სისტემებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების (ფიზიკური თუ პროგრამული) შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მაღაზიათა ქსელსა და ოფისში არსებული კომპიუტერების, ქსელური მოწყობილობების, კამერების, პრინტერებისა და სხვა ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- ახალი ობიექტის გახსნის სრული ტექნიკური მხარდაჭერა (კამერები, ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი, ა.შ.);
- საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება და მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია;
- კომპანიის თანამშრომლების პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საქმიანობის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროცესების გამართულად მუშაობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- აუცილებელია ქსელის, Windows ოპერაციული სისტემების და MS საოფისე პროგრამების ცოდნა;
- DNS, Mail სისტემების ზოგადი ცოდნა;
- ქსელის/სისტემების ფიზიკური/პროგრამული გამართვის ცოდნა;
- სასურველია Active Directory, DirectAdmin და Kerio Firewall-თან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისურის ცოდნა B2 დონეზე;
- სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე საქმის პარალელურად კეთების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 19 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „IT სპეციალისტი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!