უმცროსი ბუღალტერი
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
19 აპრ - 19 მაი
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ”აი-სი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის  პოზიციაზე. „აი-სი ჰოლდინგი“ წარმოადგენს ქართულ ჰოლდინგურ კომპანიას და უმსხვილესი ინდუსტრიული  სამშენებლო კომპანიაა საქართველოში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები,ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
  • ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
  • დებიტორების და კრედიტორების ანგარიშის კონტროლი;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული მიმართულებით;
  • RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 1 წელი
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
  • გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: მცხეთა,ახალუბანი, ნატახტრის ინდუსტრიული ზონა; (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე დაყრდნობით  1000-1200 ლარი

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: dako.b@ic.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)