კონტენტ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
24 იან - 13 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

 

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.



ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის ატვირთვა;
  • პროდუქციის აღწერის დამუშვება და მახასიათებლების შევსება;
  • ფოტო მასალის მოძიება ან საჭიროების შემთხვევაში ჰიპერმარკეტში გადაღება და შემდგომი დამუშავება;
  • ყოველთვიური რაპორტინგების შევსება;



 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • რუსული (წერა/კითხვა სავალდებულოა);
  • ინგლისური  (წერა/კითხვა სავალდებულოა);
  • ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი სავალდებულოა;
  • Adobe Photoshop ან სხვა გრაფიკული რედაქტორის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა სავალდებულოა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;



 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;


 


პირობები:

  • გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00;
  • სამუშაო ადგილი: ჰიპერმარკეტი „დომინო“ (სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე)
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო).

 

 

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი