HR მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
14 იან - 13 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

LAB Technologies აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მიზანდასახულ, ენერგიულ და შრომისმოყვარე გუნდის ახალ წევრს.

 

მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, პროცედურების შემუშავება;
  • კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
  • ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • HR სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, განხორციელება;
  • დასაქმებულთა პირადი საქმის მართვა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სხვადასხვა შიდა ბრძანებისა და ინსტრუქციების მომზადება;
  • პერსონალის განვითარების საჭიროებათა დადგენა და მხარდაჭერა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პრეზენტაბელური გარეგნობა
  • ორგანიზებულობა
  • მიზანდასახულობა
  • სწორი მეტყველება
  •  სწავლისა და განვითარების სურვილი
  • თვითმოტივაცია და შრომისმოყვარეობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • შესაბამის სფეროში მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართული და ინგლისური/რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • შრომითი კოდექსის საბაზისო ცოდნა

 

პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:30 – 18:00
  • დაზღვევის 50% ის დაფინანსება
  • საპენსიოს სრული დაფარვა კომპანიის მიერ
  • პროფესიული ზრდის გარანტია
  • ხელზე ასაღები ანაზღაურება 1500 ლარი

 

ჩვენს შესახებ:

LAB Technologies მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან  და სთავაზობს თავის მომხმარებლებს  IT გადაწყვეტილებებს:

  • კიბერ უსაფრთხოება,
  • პროგრამული უზრუნველყოფა,
  • მონაცემთა სანახი სისტემები,
  • ქსელური გადაწყვეტილებები,
  • პერსონალური სისტემები

კომპანია „ლაბ“ წარმოადგენს 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში. ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო სექტორი. ბრენდები:

CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ ფოსტაზე: keti.gorgodze@lab.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

LAB Technologies მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი