სოციალური მედია მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
14 იან - 13 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

LAB Technologies აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მიზანდასახულ, ენერგიულ და შრომისმოყვარე გუნდის ახალ წევრს.

 

მოვალეობები:

  • კომპანიის ციფრული მედიის სტრატეგიის შემუშავება და სოციალური მედია პლატფორმების (Facebook; Linkedin;) მონიტორინგი/მართვა;
  • გუნდთან ერთად ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრაში ჩართულობა;
  • კომენტარებისა და ინბოქსის მოდერირება;
  • სოციალური მედიის მიმართულებით ტრენდების მოძიება და ბრენდებზე მორგება;
  • სარეკლამო ბიუჯეტის მართვა, მომხმარებელთა სწორი სამიზნე ჯგუფების გამოყოფა; სარეკლამო დანახარჯების ეფექტიანობაზე ზრუნვა;
  • სოც. მედია პლატფორმებზე მუშაობის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Google Analytics და Facebook insights;
  • კომპანიის ვებგვერდის მართვა - ინფორმაციის განთავსების კონტროლი;
  • მომხმარებლებთან სატელეფონო, email და პირისპირი კომუნიკაციის წარმოება;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კრეატიულობა
  • ორგანიზებულობა
  • მიზანდასახულობა
  • კომუნიკაბელურობა
  •  სწავლისა და განვითარების სურვილი
  • თვითმოტივაცია და შრომისმოყვარეობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • ციფრული მედიის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • Adobe Illustrator; Adobe Photoshop საბაზისო ცოდნა;
  •  Microsoft-ის აპლიკაციების, მათ შორის Word, Excel და Outlook ცოდნა;

 

პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:30 – 18:00
  • დაზღვევის 50% ის დაფინანსება
  • საპენსიოს სრული დაფარვა კომპანიის მიერ
  • პროფესიული ზრდის გარანტია

 

ჩვენს შესახებ:

IT კომპანია LAB მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან  და სთავაზობს თავის მომხმარებლებს  IT გადაწყვეტილებებს:

  • კიბერ უსაფრთხოება,
  • პროგრამული უზრუნველყოფა,
  • მონაცემთა სანახი სისტემები,
  • ქსელური გადაწყვეტილებები,
  • პერსონალური სისტემები

 

კომპანია „ლაბ“ წარმოადგენს 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში. ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო სექტორი. ბრენდები:

CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: keti.gorgodze@lab.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

LAB Technologies მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ხელოვნება/მედია
ინტერნეტ მედია