ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
14 იან - 29 იან
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ფინანსური ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე. 

 

ძირითადი პასუხიმგებლობები:

  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში (საბალანსო უწყისი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობა) მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ყოველთვიური ფორმების შევსებაში მონაწილეობის მიღება;
  • ბუღალტრული დარიცხვების კონტროლი;
  • ასისტირება ბუღალტრულ პროცედურებში;
  • საჭიროების შესაბემისად უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

 


აუცილებელი მოთხოვნები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (პრიორიტეტული მიმართულებები:  ბიზნესის ადმინისტრირება ან ფინანსები);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (შემოწმდება ტესტირების საშუალებით);
  • კარგი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის ფლობა;



პიროვნული მახასიათებლები

  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • არაკონფლიქტურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება– ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი - ლათინური შრიფტით. 

 

განაცხადები მიიღება 2022 წლის 28 იანვრამდე.

 

წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალცალკე) შესაძლოა შეცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი