კლიენტთა მომსახურების ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ქართული,ინგლისური,რუსული
14 იან - 24 იან
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR.GE-ის ვებ-გვერდის კლიენტთა მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე

 

თუ გაინტერესებთ გაყიდვების სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.


სამუშაოს აღწერა:

  • სატელეფონო კომუნიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებთან
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ყოველდღიური რეპორტინგი


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook)
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური  (საშუალოზე მაღალი დონე),  რუსული (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე),

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

 

დამატებითი პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30
  • კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოეხმაუროთ ვაკანსიას "გაგზავნე CV" ღილაკის მეშვეობით.


გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
კორპორატიული კლიენტები (B2B),
კლიენტების მომსახურების მენეჯერი