უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1200
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
14 იან - 12 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს საგა იმპექსი 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

 

კომპანია საგა იმპექსი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი;
  • კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
  • ფინანსური რეპორტების წარმოება;
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
  • ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
  • დებიტორული დავალიანებების ანალიზი და მონიტორინგი;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (მოგება-ზარალი,ბალანსი,Cash Flow);
  • მოკლევადიანი და ვადაგასული პროდუქციის ანალიტიკა და მონიტორინგი;
  • ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
  • ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
  • მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • გაყიდვებზე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის ჭრილში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მათემატიკის, ფინანსების, სტატისტიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვებისა და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

უნარები: 

  • კრიტიკული და ანალიტიკური უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

ენები: 

  • ქართული სრულყოფილად.
  • ინგლისური ან/და რუსული B2 დონეზე;

 

პროგრამები: 

  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

 

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიარული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში. დასაქმების პირველი ეტაპი მოიცავს on job ტრეინინგს. 

 

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@saga.ge 
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი).

 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

საგა გისურვებთ წარმატებას!

 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი