საწყობის მენეჯერი
თბილისი
ელვარე
  • სრული განაკვეთი
24 იან - 13 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 000 კვმ (მათ შორის 7000კვმ საწარმოო, 1700 კვმ სასაწყობე) ფართზე.

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და საქართველოში ლიდერი პოზიციების დაკავება.

 

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

 

რას გააკეთებ?

  • საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
  • საწყობში შემოსული ნედლეულის/პროდუქციის/ნარჩენების/ინვენტარის მიღება, ფიზიკურად განთავსება, აღრიცხვა, დასაწყობება;
  • პროდუქციის/მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
  • პროგრამაში აღრიცხვიანობის განხორციელება (მიღებისა და გაცემის დოკუმენტების პროგრამულად გაფორმება);
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
  • ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;

 

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:00 – 18:00;
  • კვება;
  • სამ თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება.

 

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი