HR სპეციალისტი
ფოთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
13 იან - 05 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას  HR სპეციალისტის პოზიციაზე.

 

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

ვაკანსიის დასახელება:  HR სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ფოთი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

პოზიციის აღწერილობა

ადამიანების განვითარების და მართვის დეპარტამენტში ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც კომპანიის მასშტაბით ჩართული იქნება როგორც თანამშრომლების შერჩევის, ასევე HR ადმინისტრირების პროცესში.

გარდა საოპერაციო საქმიანობისა, ახალ თანაგუნდელს მოგეცემა შესაძლებლობა, რომ ჩართული იყო ჩვენს დეპარტამენტში არსებულ პროექტებსა და ახალ წამოწყებებში. ჩვენ ერთად შევძლებთ ბევრი საინტერესო სისტემის და პროცესის დანერგვას.

თუ ხარ ადამიანებზე ორიენტირებული, გუნდური, ინტერესიანი, ეფექტური კომუნიკაციის უნარებით, ორგანიზებული, გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და რაც მთავარია, გიყვარს გამოწვევები, მაშინ ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს და აუცილებლად გამოაგზავნე ჩვენთან რეზიუმე.

ჩვენ გპირდებით მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს, პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობასა და კონკურენტულ სამუშაო პირობებს.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

მოვალეობები:

  • ორგანიზაციისთვის საჭიროების შესაბამისი ტალანტების მოძიება და მათი მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება;
  • თანამშრომლის შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება და მართვა;
  • ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესში ჩართულობა და მონიტორინგი;
  • სტაჟირების სისტემის განვითარებასა და მართვაში მონაწილეობა;
  • უნივერსიტეტებთან, პროფესიულ სასწავლებლებთან, ფორუმებთან, HR სააგენტოებთან ურთიერთობა;
  • თანამშრომლის მოტივაციის, კარიერული განვითარების, ტრენინგის საჭიროების და შენარჩუნების შესახებ რეკომენდაციის გაცემა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისთვის;
  • HR ადმინისტრირება - ხელშეკრულების მომზადება და ხელმოწერის უზრუნველყოფა, ცვლილების პროგრამაში ასახვა, ცნობის/ბრძანების მომზადება, და სხვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • დეპარტამენტში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა.

 

თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2022 წლის 4 თებერვლის ჩათვლით ელ.მისამართზე:  vacancy@primeconcrete.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

 

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი