საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
13 იან - 31 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ტექნიკის  #1  ჰიპერმარკეტი  „METROMART”-ი  აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალისთვის:

 

კომპანია „მეტრომარტ“-ი არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • საშუალო განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

 

 

 ძირითადი მოვალეობები :

  • პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
  • საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა;

 

 

პიროვნული თვისებები :

  • ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გაწონასწორებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

 

 

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი
  • სამედიცინო დაზღვევა

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი CV/ფოტოსურათით მისამართზე vacancy@metromart.ge  2022 წლის   30 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი