გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
13 იან - 12 თებ
ექსკლუზივი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია„ჯეო-კოოპ“-ი გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელმაც წარმოადგინა ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის წამყვანი ბრენდები.

სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო-კოოპ“-ი აცხადებს ვაკანსიას  კოპოლივას გაყიდვების წარმომადგენლის  პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი; თვალჭრელიძის ქ. N5

ფუნქციები და მოვალეობები:

  • საქმიანი კორესპონდენციებისა და კომერციული დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
  • ოფიციალური წერილების გაგზავნა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • გაწეული სამუშაოს მონიტორინგი და ანალიზი;
  • ნებისმიერ საკითხზე კლიენტებთან კომუნიკაცია
  • შეკვეთების შედგენა/კორეკტირება
  • გაყიდვების ანალიზი  ნომენკლატურის, კატეგორიების, ბრენდების და დროის მიხედვით
  • ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

  • უმაღლესი განათლება  
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა ( სავალდებულო ), ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების ფლობა ( Microsoft Exsel - საბაზისო ცოდნა არის აუცილებელი )
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

 

 

აუცილებელი  უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
     



დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და ფოტოსურათი
ელექტრონულ მისამართზე:  p.chikhladze@gmail.com

გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი,
სავაჭრო წარმომადგენელი