პრაქტიკული აუდიტის და ბუღალტერიის კომპლექსური კურსები
თბილისი
13 იან - 12 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 551196110

VIP INTELLECT GROUP-ი გთავაზობთ პრაქტიკულ კურსებს უღალტერიაში და აუდიტში

დამწყები და მოქმედი სპეციალისტებისთვის!

 

 

კურსი განკუთვნილია:  

ფინანსური/ბუღალტერიის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, ვისაც შეხება აქვს გატარებებთან ანგარიშგებებთან და სხვადასხვა რეპორტებთან და სურთ ცოდნა გაიღმავონ აუდიტის ჩატარების მთლიან პროცესებში, მათ მიდგომებში და მეთოდოლოგიის სრულ ციკლში.

კურსის მიზანია: ბუღალტრებს, ფინანსისტებს  წარმოდგენა შეუქმნას აუდიტის სფეროზე. აუდიტის დაგეგმვის ჩატარების ეტაპებზე, მეთოდებზე და მიდგომებზე. ცოდნა გაუღრმავოს როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკული მაგალითებით.

კურსის თემატიკა:

  • ფინანსური აუდიტის სფერო და არსი
  • აუდიტის პროგრამის პაკეტის თეორიული ციკლი
  • წინასწარი აუდიტორული პროცედურები
  • გარე და შიდა აუდიტის არსი მნიშვნელობა და განსხვავებები
  • აუდიტის ობიექტის შესწავლა
  • არსებითობის გაანგარიშება
  • შიდა კონტროლი და რისკები დაგეგმვის ეტაპზე
  • აუდიტის ტესტები
  • აუდიტორული შერჩევა
  • აუდიტორული მტკიცებულების მოპოვება
  • საქმიანობის დაწყება - საწყისი ნაშთები
  • აუდიტის დოკუმენტაციის პაკეტი
  • აუდიტის დასკვნა ფინანსური ანგარიშგების შესახებ სტრუქტურა
  • პრაქტიკული ქეისები რეალური კომპანიის მაგალითებზე.
  • დამუშავება ექსელში სხვადასხვა სფეროს კომპანიების,  ბრუნვა ნაშთების და  გატარებების გამოყენებით ფინანსური ანგარიშგების პაკეტის აწყობა.
  • რისკების იდენტიფიცირება და კონტროლის მექანიზმების შემუშავება  აუდიტის შემდგომ დაგეგვის ეტაპისთვის.
  • აუდიტის შერჩევა და ტესტირება რწმუნების მოპოვება, დადოკუმენტირება.
  • ინფორმაციის თავმოყრა და  ფლობა - აუდიტის დასკვნის მომზადებისთვის.

კურსში შეხვდებით აუდიტის გამოყენებულ ტერმინოლოგიებს როგორიც არის:

ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები IFRS, IFRS for SME.

კონტროლის ღონისძიებები: შესაბამისი,  თანმიმდევრულად განხორციელებადი, სრულყოფილი, დანახარჯების თვალსაზრისით ეფექტიანი  კონტროლის მიზნებთან უშუალოდ დაკავშირებული.

აუდიტის რისკის სახეები :კონტროლის რისკი, თანდაყოლილი რისკი, შეუმჩნევლობის რისკი.     

აუდიტორული მტკიცებულება:დათვალიერება, დაკვირვება, გარე დასტური, ხელახალი გამოთვლა, ხელახალი შესრულება, ანალიზური პროცედურები, გამოკითხვა.

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

დამოუკიდებლად გაანალიზოთ და დაამუშავოთ  ფინანსური ანგარიშგება, ბრუნვა ნაშთების, ბუღალტრული გატარების უწყისები. მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ აუდიტის სტრუქტურა, შესამოწმებელი კომპანიის  კონტროლის მექანიზმებზე  და რისკ ფაქტორებზე დაყრდნობით. დამოუკიდებლად შეძლოს წაკითხვა აუდიტის დასკვნების და მისი შემადგენელი კომპონენტების სტანდარტებთან მიმართებაში.

კურსის ხანგრძლივობა: 8 ლექცია - 1.30 საათიანი

კურსის ღირებულება ინდივიდუალურად: 700 ლარი

ორ კაციან ჯგუფში: 500 ლარი

ჯგუფში 3 და მეტი: 400 ლარი

 

 

 

ბუღალტრეული აღრიცხვა დამწყებთათვის

 

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოთ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები.

მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - ორი თვე

ლექციის ხანგრძლივობა -1.30

კურსის ღირებულება სამ-ოთხ კაციან ჯგუფში: თვეში 200 ლარი

ლექციის ხანგრძლივობა - საათნახევარი

კურსის ღირებულება წყვილში: თვეში 300 ლარი

ლექციის ხანგრძლივობა - ერთი საათი

კურსის ღირებულება ინდივიდუალურად : თვეში 400 ლარი

ლექციის ხანგრძლივობა - ერთი საათი

 

კომპიუტერული ბუღალტერია:

ორისი -8 საათი - 200 ლარი ჯგუფში

სუპერფინი - 8 საათი - 200 ლარი ჯგუფში

ინფო - 8 საათი - 200 ლარი ჯგუფში

ინდივიდუალურად 300 ლარი 6 ლექცია

1C -ბუღალტერია

2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 250 ლარი

ინდივიდუალურად - 6 საათი- 350 ლარი

www.rs.ge- სთან მუშაობის შესწავლა ინდივიდუალურად: 1 ლექცია -30 ლარი.

 

პრაქტიკული კურსი ბუღალტრებისთვის

"VIP Intellect Group"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები პრაქტიკულ კურსს გაივლიან გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.

ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:

1. მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან
2. კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
3. http://www.rs.ge-სთან მუშაობა
4. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
5. სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.

პრაქტიკის ხანგრძლივობა: 10 შეხვედრა

სტაჟირების ღირებულება ჯგუფში : 450 ლარი

სტაჟირების ღირებულება ინდივიდუალურად : 700 ლარი

 

გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან ისეთი დონის ბუღალტრები, რომელთაც აქვთ დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ყველანაირ ორგანიზაციაში!

დამწყები ბუღალტრებისთვის გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, აგიწყობთ საბუღალტრო აღრიცხვიანობას პროგრამაში, დაგილაგებთ საბუღალტრო დოკუმენტაციას და მოგიწესრიგებთ პრობლემებს.

‼️კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე:http://vipintellect.ge/ge

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფშიhttp://www.vipintellect.ge/ge/register

ტელ:+995 551196110; +995 593618212;
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com

მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.

 

ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
ტრენინგ კურსები