სარეკლამო გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
14 იან - 12 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი, აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ცენტრებში სარეკლამო სივრცეების შერჩევა და მათი განლაგების სწორი გეგმარება, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება, თითოეული სარეკლამო სივრცისათვის პოტენციური დამქირავებლის მოძიება;
  • სარეკლამო განთავსებების შეთავაზების და შესაბამისი ციფრული თუ ბეჭდური მასალის მომზადება;
  • ფასწარმოქმნა, „კომბო“–პაკეტური შეთავაზებების მომზადება – მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობა ყოველთვიური შემოსავლის (შემოსავალი სარეკლამო განთავსებებიდან) ოპტიმიზაციისათვის;
  • მარკეტინგული კალენდარის შესაბამისად, წლის კონკრეტული პერიოდებისათვის კონკრეტული რეკლამის განთავსებისთვის საჭირო სამუშაოს შესრულება: კომპანიების მოძიება, შეთავაზების გაგზავნა, მოლაპარაკების წარმოება, კლიენტთან განთავსების შემდგომი ურთიერთობის მართვა;
  • სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა დამატებითი დაკვეთების მიღების მიზნით, კომპანიათა შესაბამისი ბაზის წარმოება.
  • სავაჭრო ცენტრში არსებულ მოიჯარეებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების განსაზღვრა და აღნიშნულ საჭიროებებზე დაყრდნობით შესაბამისი სარეკლამო შეთავაზების მიწოდება, კომუნიკაციის წარმოება, სარეკლამო შეკვეთის განთავსება;
  • გაყიდული რეკლამის შესაბამისი საიჯარო შემოსავლის (ფულადი ნაკადების მოძრაობის) მონიტორინგი, თანხის დროულად ჩარიცხვისა მიზნით;
  • კომპანიის სარეკლამო გაყიდვებთან დაკავშირებული, ვითარების მუდმივი შეფასება და კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე – შესაბამისი აქტივობების გეგმარება;
  • სარეკლამო გაყიდვების ყოველთვიური და სეზონური გეგმის შედგენა და მისი ეფექტურად შესრულება;
  • ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტის (ანგარიშის) მომზადება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან წარსადგენად;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის და გრამატიკის სრულყოფილად ფლობა;
  • ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; დამატებითი უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური და კონცეპტუალური აზროვნების განსაკუთრებული უნარები;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო საათები: ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 - დან 19:00 საათამდე, შაბათ დღეს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე,

ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ: რეზიუმე „CV“ ქართულ ან ინგლისურ ენაზე (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge , წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 თებერვალი.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
სარეკლამო აგენტი