ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
14 იან - 12 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი, აცხადებს ვაკანსიას „ანალიტიკოსის“ პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ინდუსტრიის ბაზრის შეფასება და ანალიზი; შესაბამისი მიზნობრივი აუდიტორიის გასაზღვრა და მომხმარებლის ქცევის შესწავლა;
  • სავაჭრო ცენტრში მომხმარებლის ნაკადების ცირკულირების ტრენდის შესწავლა მონიტორინგი და მასზე ზემოქმედების მექანიზნის განსაზღვრა/შეფასება; სავაჭრო ცენტრის მომხმარებლის რაოდენობის ზრდაზე ორიენტირებულობა და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა / განხორციელება;
  • სავაჭრო ცენტრში არსებული ნაკადების მთვლელების პროგრამიდან მიღებული მონაცემების დამუშავება და რეპორტების წარმოება; წარმოებული რეპორტების საფუძველზე სავაჭრო ცენტრის განვითარებისთვის საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
  • კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის გვერდის მომხმარებლის ქცევის მონიტორინგი (მათ შორის ვიზიტების და ნახვადობის ანალიზი და შესაბამისი საჭიროებების დადგენა;
  • ორგანიზაციის ლოიალობის სისტემიდან მიღებული მონაცემების ანალიზი. დაგროვებული და გახარჯული ქულების რაოდენობის და მასთან ასოცირებული მომხმარებლის ქცევის მონიტორინგი და რეპორტინგის წარმოება.
  • სასაჩუქრე ბარათების კორპორატიული გაყიდვების ორგანიზება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (მარკეტინგის განხრით).
  • რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
  • საოფისე პროგრამებთან (ექსელთან) მუშაობის გამოცდილება.
  • ძლიერი მათემატიკური და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

 

სამუშაო საათები: ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 - დან 19:00 საათამდე, შაბათ დღეს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე,

ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასი;

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ: რეზიუმე „CV“ ქართულ ან ინგლისურ ენაზე (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 თებერვალი.

გაყიდვები
გაყიდვების ანალიტიკოსი