სოციალური მედია მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
14 იან - 12 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი, აცხადებს ვაკანსიას „სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.



ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ვებ.გვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
  • სოციალური მედიის შინაარსობრივი სტრატეგიის შემუშავება;
  • კონტენტისა და ვიზუალური მასალის შექმნა დიზაინერის დახმარებით და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
  • ორგანიზაციის სოციალური მედიის (Facebook, LinkedIn, Instagram) და ვებ-გვერდის გამართული შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა;
  • მასალების შინაარსობრივი დამუშავება, ქართულ და ინგლისურ ენებზე და განთავსება ციფრულ პლატფორმებზე;
  • ორგანიზაციის სასაჩუქრე და ლოიალობის პროგრამის მართვის პროცესში ჩართულობა;
  • დიზაინერთან თანამშრომლობით ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფოგრაფიკების დამზადება და განთავსება სოციალურ ქსელში და ორგანიზაციის ვებ-გვერდზე;
  • SEO On Page Optimization, SEO Off page Optimization; Google Ads სერვისი; LinkedIn Outreach;
  • სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვა,  სეგმენტირებული რეკლამება და შედეგების ანალიზი;
  • სოციალურ ქსელში სავაჭრო ცენტრის მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
  • სოციალურ არხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  •  ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება, რომელიც მათ შორის მოიცავს:
  • სოციალურ მედიაში კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • Facebook, LinkedIn, Instagram გვერდების ადმინისტრირების გამოცდილება - ბიუჯეტირებული რეკლამირებისა და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
  • ქართული ენის და გრამატიკის სრულყოფილად ფლობა;
  • ძლიერი ანალიტიკური, წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;


დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური და კონცეპტუალური აზროვნების განსაკუთრებული უნარები;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო საათები: ყოველ დღე კვირის გარდა 10:00 - დან 19:00 საათამდე, შაბათ დღეს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, საჭიროებიდან გამომდინარე სითი მოლში მიმდინარე ღონისძიებების დღეებში შესაძლოა სამუშაოს გრაფიკი და საათები იყოს განსხვავებული.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ: რეზიუმე „CV“ ქართულ ან ინგლისურ ენაზე (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: hr@igdevelopment.ge , წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: სოციალური მედიის მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის  15 თებერვალი.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი