ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
დღეს - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დეველოპერული კომპანია ბალავარი აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
  • მიმდინარე და შესრულებული სარემონტო-სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა;
  • სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე ჩასატარებელი ამა თუ იმ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის მოძიება, კვალიფიციურ მუშა-მოსამსახურეთა მობილიზება და ობიექტზე მიყვანა; ამასთან ერთად ამა თუ იმ სამუშაოთა შესრულებისათვის საჭირო ამა თუ იმ სპეცტექნიკის მოძიება და მობილიზება;
  • სამშენებლო-სარემონტო ობიექტებზე, სამუშაოთა მწარმოებლების, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მეთვალყურეობა და გადამოწმება;
  • სამშენებლო-სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინერის საქმიანობის კონტროლი;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი სამშენებლო მასალების მოთხოვნის წარდგენა არაუგვიანეს შეძენამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე შესაბამის შესყიდვების სამსახურთან;
  • სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი;
  • მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების გადამოწმება, ვიზირება და წარდგენა ფინანსურ სამსახურთან;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, სხვადასხვა მოლაპარაკებების წარმოება დამკვეთებთან და შემსრულებლებთან;
  • პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
  • სამშენებლო-სარემონტო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
  • სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ დეფექტური აქტის და საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა-დამუშავება, მოცულობების ამოკრება და დეფექტური აქტის შედგენა.
  • შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა (სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შედგენა);
  • სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო სფეროში;
  • სამშენებლო-სარემონტო სისტემების კარგი ცოდნა;
  • თანამედრვე სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და ტექნოლოგიების კარგად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@balavaridevelopment.ge

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარი  2022წ

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინჟინერი-არქიტექტორი