მხაზველი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
13 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„უნივერსალ პროჯექტი“ სამშენებლო პროექტების მართვის კომპანიაა, რომელიც მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს მომხარებლებს. ინოვაციური მიდგომებით, გამოცდილი გუნდითა და კომპეტენციის უმაღლესი ხარისხით, კომპანია ნებისმიერი სირთულის ამოცანის გადაჭრის 100%-იან გარანტიას იძლევა. კომპანიის გუნდში ვეძებთ მხაზველს.

 

პოზიციის დასახელება:                       მხაზველი

ადგილების რაოდენობა:                      1

მუდმივი სამუშაო ადგილი:                თბილისი, მარი ბროსეს ქ. #2

სამუშაოს ტიპი:                                    სრული განაკვეთი

                                                                       

მოვალეობები:

  • არქიტექტურული მუშა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება სათანადო დეტალიზაციითა და კვანძებით;
  • მასალების სპეციფიკაციის განსაზღვრა და მოცულობების დათვლა;
  • სხვა პროფესიული დავალებების შესრულება;

 

 

პროფესიული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ამ სფეროში კანონით განსაზღვრული ყველა მოქმედი სახელმწიფო დადგენილების ცოდნა, მათ შორის ქალაქ თბილისის არქიტექტურული და ურბანული კანონმდებლობების ცოდნა;
  • არქიტექტურული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, აუცილებელია AutoCad-ის მაღალ დონეზე ფლობა, ხოლო ArchiCad-ის და Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

 პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;

 

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@award.ge.

 

შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 31/01/2022.

გისურვებთ წარმატებას!

სამშენებლო, უძრავი ქონება
კომპიუტერული გრაფიკა/CAD