სამედიცინო აპარატურის ინჟინერ-ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
13 იან - 12 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია 4Hospitals ეძებს კვალიფიციურ სამედიცინო ინჟინერს, რომლის უმთავრესი ფუნქციები და მოვალეობებია:

  • კომუნიკაციის წარმართვა სამედიცინო ტექნიკისა და აპარატურის მომწოდებელ პარტნიორებთან, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
  • მათგან მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღწერილობების დეტალურად შესწავლა და აპარატურის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესის მხარდაჭერა;
  • კლიენტი ორგანიზაციებისთვის ტექნიკისა და აპარატურის მიწოდებისა და ინსტალაცია-მონტაჟის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის მიერ იმპორტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების დეტალური შესწავლა და აქტიური მონაწილეობის მიღება პარტნიორი კლიენტების ტრეინინგებში;
  • კლიენტი ორგანიზაციების მუდმივი მხარდაჭერა აპარატურის ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარების საკითხებში;
  • საგარანტიო სერვისის უზრუნველყოფა კომპანიის კლიენტი ორგანიზაციებისათვის და მათთვის პროგრამული განახლების მუდმივი უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა ტექნიკისა და აპარატურის შეკეთება და საჭიროებისას კლიენტთან კომუნიკაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული განათლება;
  • სამედიცინო ტექნიკასა და აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
  • რთული ტექნიკური პრობლემების მოგვარების გამოცდილება;
  • ტექნიკური ტერმინოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
  • ორიენტაცია კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე;
  • მიღებული დავალებებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით მიდგომა.

 

ასევე სასურველია:

  • ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
  • პირადი ავტომობილისა და მართვის მოწმობის ფლობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@4hs.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!!!

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
სამედიცინო აპარატურის სპეციალისტი
მსგავსი განცხადებები