გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
13 იან - 27 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჩვენ შესახებ

 

“ჯი ეს ენი“ არის წამყვანი ქართული კომპანია, ფისკალური მოწყობილობების, ბიზნეს-სავაჭრო მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი 16 ფილიალით. ჩვენ ვართ ერთ -ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს 10 წლიანი გამოცდილება ქართულ ბაზარზე. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.gsn.ge

 

ჯიესენი აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

 

ჩვენი გუნდი იზრდება და ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა, ამიტომ ვაფასებთ განსხვავებულობულობას გამოცდილების და იდეების გაზიარების თვალსაზრისით. როგორც ერთ -ერთ ლიდერ კომპანიას, გვაქვს მყარი ტრადიციები და მომავლის სტრატეგიული ხედვა. თუ ეძებთ დინამიურ, გამჭვირვალე, პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, თქვენთვის „ჯი ეს ენი“ შეიძლება საუკეთესო არჩევანი იყოს,

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე, ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე სასაუბრო დონეზე (B2)
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორაციული გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკების წარმართვა
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  • არსებული და პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება
  • მომხმარებელთა საჭიროებების დადგენა, დამუშავება და შესრულება
  • დასახული გეგმისა და სტრატეგიების შესრულება
  • რეპორტინგი დეპარტამენტის უფროსთან

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
  • მეგობრული და მამოტივირებელი სამუშაო გარემო
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა.
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
  • სამუშაო საათები: 9:00-18:00 ან 10:00 – 19:00 ან  9:30-18:30 (1 საათი შესვენება)
  • ოფისი მდებარეობს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №45

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge  27 იანვრის 18:00 საათამდე.

გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ, ან რუსულ ენაზე (კანდიდატის სურვილისამებრ)

 

იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

 

“ჯი ეს ენი“ გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Marketing X
თბილისი
Advertopedia Plus
თბილისი
Interax Brand