უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი/ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
13 იან - 12 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვაკანსია უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერისა და ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიცია.

 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალი და გამავალი ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
  • ზარების პროგრამული აღრიცხვა;
  • ვიზიტების დაგეგმვა;
  • ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა;
  • დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
  • პროდუქტის რეალიზება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება სამშენებლო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
  • რუსული ან ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • გამართული მეტყველება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
     

პიროვნული თვისებები:

  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების უნარი;
  •  ენერგიულობა;
  •  კრეატიულობა;
  •  მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარი;
  •  დარწმუნების უნარი;
  •  დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო (მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ელ-ფოსტაზე: toplinec2021@gmail.com ან info@top-line.ge

გაყიდვები
უძრავი ქონება