დარბაზის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 650 - 650+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
13 იან - 06 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 593171177

მაღაზია "იოლი" აცხადებს კონკურსს “დარბაზის ადმინისტრატორის” ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნორიოს აღმართი 54ა ( კუკია - პოლიციის მოპირდაპირე მხარეს)

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ხანმოკლე ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • სამუშაო ადილზე ტრენინგს ეფექტიან კომუნიკაციასა და გაყიდვებში;
  •  საბონუსე და მზარდ კომპენსაციის სისტემას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  •  დაწინაურების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  •  მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • პანდემიის პირობებში საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვის შემთხვევაში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას: 650 ლარი + საბონუსე სისტემა;

 

 

ფუნქცია -მოვალეობები:

  • სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
  • სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  სასურველია კანდიდატს ქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;

 

უნარები:

  •  მართვის და ორგანიზების უნარი;
  •  ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacanciesgnt@gmail.com გთხოვთ “Subject”-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დარბაზის ადმინისტრატორი". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 5 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 593171177

მაღაზია „იოლი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი