კონსულტანტი
ქუთაისი
  • სრული განაკვეთი
22 იან - 31 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ტექნიკის # 1 ჰიპერმარკეტი „მეტრომარტი“ აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში:

   კომპანია „მეტრომარტი“ არის,  ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია  2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში.  „მეტრომარტი“-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

  ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის  ყველა მსოფლიო ბრენდი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკის სფეროში მუშაობის  გამოცდილება;
  • რუსული ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

 


ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სტანდარტის შესაბამისად მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა-პროდუქტის პრეზენტაცია;
  • ინვოისების და საგარანტიო  ტალონის შევსება;
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დროის რაციონალურად  გადანაწილების უნარი;
  • ყურადღება დეტალებისადმი, პასუხისმგებლობა;
  • დისციპლინირებულობა და თვითკონტროლი.
  • რეზისტენტულობა;
  • ლოიალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამართილანობა და ეთიკურობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;



სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

 


 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე a.shavgulidze@metromart.ge 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით.    გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე  არ განიხილება.

 

 

                                                                                               

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი