ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
12 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ჟორდანიას სახელობის კლინიკა“   აცხადებს ვაკანსიას  ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 დან 17:30 მდე

ანაზღაურება - 800 (Net)

 

 

ძირითადი ფუნქციები-მოვალეობები:

  • კლინიკაში არსებულ პროგრამაში IVF პაციენტების რეგისტრაცია ;
  • პაციენტებისთვის  არსებული სერვისების შესახებ ინფორამაციის მიწოდება;
  • IVF  პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებების გაცნობა და გაფორმებული ხელშეკრულებების სისწორის კონტროლი ;
  • სამედიცინო ცნობების მომზადება არსებული სტანდარტის შესაბამისად;
  • კლინიკაში შემოსულ მეილებზე რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • სალარო აპარატთან მუშაობა და პაციენტების მიერ გადახდილი თანხების კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

 

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge  და სათაურის(subject)  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი

 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

სამედიცინო
რეგისტრატურა