კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 500 - 500
12 იან - 01 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვივო მედიქალ გრუპი  აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას #1

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-დან – 17:00 - მდე

ანაზრაურება: 500 ლარი

 

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებელის დახვედრა და სწორი გადამისამართება;
  • კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და  დაკვალიანება;
  • რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
  • პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული ამბულატორიული სერვისების შესახებ;
  • დღის ბოლოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • პაციენტების მომსახურება, სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები
  • უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე)

 

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პასუხისმგებლობა;

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

სამედიცინო
რეგისტრატურა