გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
13 იან - 11 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პოზიციის დასახელება:  გაყიდვების სპეციალისტი (ტერიტორიის განვითარების მენეჯერ)

დამსაქმებელი: ორკინი საქართველო, შპს სამომხმარებლო მომსახურება (www.orkin.com; www.orkin.ge)  

 

ორკინი საქართველო აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე

 

  • გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი
  • სქესი: არ აქვს მნიშვნელობა
  • დასაქმების პირობები: საგამოცდო ვადა 3-6 თვე, შემდეგ გრძლევადიანი კონტრაქტი.

 

დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში ემსახურება კომერციულ კლიენტებს და საცხოვრისებს მავნებლის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია, ინგლისურად Pest Control Services).

 

პერსპექტივა: გაყიდვების სპეციალისტს ექნება საშუალება განვითარდეს კარიერულად გაყიდვების, მარკეტინგისა და მომსახურების წარმოების მიმართულებით. მას ასევე საშუალება ექნება გაიცნოს შეისწავლოს და აითვისოს პროფესიონალური (კერძოდ სანიტარიის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის დარგი, ასევე შენობის მოვლა პატრონობის სხვადასხვა ქვე დარგები) მომსახურების სფეროში მუშაობის უნარჩვევები რაც სხვადასხვა მომსახურების სფეროში გამოადგება.

 

გაყიდვების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვებისთვის კონტაქტების, მისამართების და განრიგის პერიოდული წარმოება და განახლება (თვე, კვირა, დღე);
  • გენერალურ დირექტორთან (GM) ყოველი დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ანგარიშის ჩაბარება და ინფორმაციის გაცვლა ახალი კლიენტების მოძიება-აყვანის მცდელობების შესახებ
  • ყოველ დღე პოტენციური კლიენტებზე წვდომის მცდელობები (შეხვედრა, იმეილი, ტელეფონი)
  • შეთავაზებებზე მიდევნება, კონტროლი, შეხსენება და პასუხის მიღება და საქმის შედეგამდე მიყვანა
  • კონტაქტების (სავიზიტო ბარათები და სხვა) წიგნაკის წარმოება
  • პოტენციური კლიენტების სიის წარმოება
  • პოტენციურ კლიენტებთან მდგომარეობის და სტატუსის რეესტრის წარმოება
  • პოტენციური კლიენტის შესაბამისი ობიექტების დათვალიერება, დოკუმენტირება, განფასება, შეთავაზების მომზადება, კონტრაქტის მომზადება და ხელმოწერამდე მიყვან .
  • კლიენტის ზეპირი კონსულტაცია სანიტარიის, ჰიგიენის და შენობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით
  • დოკუმენტური მონაცემების წარმოება ობიექტებთან დაკავშირებით და გახარჯულ მასალა-მარაგებთან დაკავშირებით
  • საჭირო სტატისტიკის და ტრენდების წარმოება და გენერალურ დირექტორთან განხილვა


 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მუშაობის გამოცდილება (თუნდაც პრაქტიკები)
  • სავალდებულოა ავტო მანქანის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია)
  • ჩვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში სავალდებულოა საკუთარი ავტო მანქანა (ბენზინს და ცვეთის ნორმატის დამსაქმებელი უზრუნველყოფს) ან მისი შეძენა (არ აქვს მნიშვნელობა მანქანის ბიუჯეტს და წლოვანებას) 
  • აუცილებელია ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • აუცილებელია წერილობითი და ელექტრონული კომუნიკაცია-კორესპოდენციის კარგი უნარი
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (აუცილებელი არ არის);

 

 

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
  • ემოციურად მდგრადი რომ პოტენციური ან არსებული კლიენტის პრეტენზიებს ჭკვიანურად და მოთმინებით გაუმკლავდეს
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან და ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს კომფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
  • სამოქმედო გეგმა და გაყიდვების წარმოება უნდა გაწეროს და დაგეგმოს ყოველ თვე, ყოველ კვირას და ყოველ დღე - უნდა აკონტროლოს საკუთარი თავი.
  • კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა
  • უნდა შეეძლობს უცნობ ადამიანებთან საუბრის წამოწყება ისეთ ადგილებში სადაც გარშემო ნაცნობი არავინ არის; რიდის გადალახვა მოუწევს და უნდა იყო გაბედული.
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად
  • აუცილებალია რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV და რეზუმე  შემდეგ მისამართზე:tina.amirejibi@orkin.ge

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Marketing X
თბილისი
Advertopedia Plus
თბილისი
Interax Brand