იმპორტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
12 იან - 11 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ბლექსი დისთრიბუშენი აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

 ანაზღაურებას 1 500 ლარი 

 

სამუშაოს აღწერილობა (ძირითადი მოვალეობები):

  • ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან;
  • კონკურენტი ბრენდების ანალიზი
  • ბაზარზე არსებული ფასების მუდმივი კონტროლი და ანალიზი გაყიდვების ჯგუფთან ერთად.
  • ბრენდის სამოქმედო გეგმის, ბიუჯეტის გაწერა ფორმირება.
  • პროდუქტების გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა.
  • ბრნედის ყოველკვირეული ანალიზი და მონიტორინგი.
  • პროდუქციის ბრუნვის მონიტორინგი, საქონლის დანაკარგის/ჭარბი პროდუქციის წარმოქმნის მიზეზების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა გაყიდვების ჯგუფთან ერთად.
  • პროდუქტების მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა
  • კომერციული შეთავაზების მიღება/დამუშავება და მომწოდებელთან კონტრაქტის პირობების შეთანხმება, კერძოდ: შესასყიდი ფასი,დამზადების დრო, გადახდის პირობები,ვადები,დატვირთვის დღეები, ექსკლუზიურობა. ახალი პროდუქციის ნიმუშების გამოგზავნის უზრუნველყოფა.
  • პირველადი შეკვეთის რაოდენობების განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
  • შეკვეთილი პროდუქციის საბუთების კონტროლი;
  • ინვოისის მიწოდების უზრუნველყოფა ბუღალტერისთვის და უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • ნომენკლატურის დასახელებისა და კატეგორიის განსაზღვრა და პროგრამაში  რეგისტრაციისთვის მომზადება.
  • პროდუქციის დატვირთვის დეტალების შეთანხმება მომწოდებელთან, ლოჯისტიკის მენეჯერთან და საბუთების გადამოწმება ბროკერთან;
  • პროდუქციის საწყობში მიღების კონტროლი;
  • ბუღალტრული დარიცხვების კონტროლი;
  • საქონლის ნაშთების კონტროლი და მართვა გაყიდვების გუნთან ერთად;
  • პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და ქართული ანოტაციის გამზადების  უზრუნველყოფა მწარმოებელთან შეთანხმებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებების და რეპორტების მომზადება.

 

 

განათლება/კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება

 

სამუშაო გამოცდილება:

  • მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმპორტის სფეროში
  • მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე

 

უცხო ენების ცოდნა და დონე:

  • ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა

 

კომპიუტერული პროგრამების დონე:

  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • სასურველია პროგრამა Apex-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა

 

 

პერსონალური უნარ ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ენერგიულობა
  • პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი
  • კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების ან მოგვარების უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@blackseadistribution.ge

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება