სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3000 - 3000
  • 2 - 3 წლამდე
12 იან - 22 იან
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

კომპანია ეივიბი  ეძებს თანაგუნდელს სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია  2007 წლიდან  არის პროფესიონალური აუდიო/ვიდეო აპარატურის, მაუწყებლობის, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი და სისტემური ინტეგრატორი კომპანია საქართველოში.

განხორციელებული პროექტების სიაშია - სასტუმრო ლოპოტა, პური გულიანი, რესტორანი ფუნიკულიორი, მარჯანიშვილის თეატრი , ბათუმის დრამატული თეატრი, ბასსიანი ჰორუმი , სფეისჰოლი , დრამა ბარი , რეფლექტორი და სხვა. ასევე საცალო გაყიდვაშია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია : L-Acoustics , MA Lighting , Clay Paky , Genelec , Sennheiser , Roland , Allen &Heath, Pioneer, Bowers & Wilkins და ა.შ.

ვეძებთ გუნდის შემოქმედებით წევრს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს აღნიშნული მიმართულებები და რომელიც სრულფასოვნად მიხედავს კომპანიის სოციალურ, ონლაინ და ვებ რესურსებს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ციფრული რესურსების განვითარების გეგმის შემუშავება, განხორციელება, რეპორტინგი;
  • ვიზუალური მასალების შექმნა და განთავსება;
  • კონტენტის შექმნა და განთავსება;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • SEO, Facebook ads manager და Google Analytics ცოდნა;
  • Adobe Photoshop, CorelDraw და Adobe Illustrator ცოდნა;

 

თუ გსურთ იმუშაოთ მეგობრულ გარემოში, ჩართული იყოთ უამრავ საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი პროექტის განხორცილებაში. თუ მომართული ხართ განვითარებაზე, ინოვაციებზე და სიძნელეების დაძლევაზე, მაშინ გელოდებით !

სამუშაო განაკვეთი სრული.

 

მოთხოვნები :

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
  • სამუშაო გამოცდილება  2 წელი.
  • დაზღვევა, ტელეფონის ნომერი და სხვა კორპორატიული სიკეთეები ადგილზეა.
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად 3000 ლარამდე.

 

გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე sales@avb.ge

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი