მიმტანი / დამხმარე მიმტანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
12 იან - 11 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“ საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“-ის გუნდის წევრია.

კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია კვების ობიექტებით, ქართული რესტორანი "ტაბლა", კვების ობიექტი "ტაბლა დიასახლისი", იტალიური პიცერია და სტეიკჰაუსი „პომოდორისიმო“ და "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით.

 

ქართული რესტორანი „ტაბლა“ (ICR F&B) აცხადებს ვაკანსიას მიმტანის და დამხმარე მიმტანის პოზიციებზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • მოწესრიგებული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაგიდის სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ, ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
  • შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და მომსახურება სტანდარტების შესაბამისად.

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: მიმტანი - 35 ₾ + ჩაი, დამხმარე მიმტანი - 30 ₾ + ჩაი;
  • 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში (კვირაში 48 საათი)

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  • კვების უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას 23:00 საათის შემდეგ;
  • პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  • კანდიდატები გაივლიან სერვისის სტანდარტების ტრენინგებს;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიმტანი“, ან "დამხმარე მიმტანი"

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი