ბრენდ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 იან - 11 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

 

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე:

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ექსკლუზიური ბრენდების ასორტიმენტის მართვა
  • კონკურენტების ფასების მუდმივი ანალიზი
  • მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა
  • მომწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესის კოორდინირება
  • ფასწარმოქმნის უზრუნველყოფა
  • ექსკლუზიური ბრენდების მომგებიანობის რეგულარული ანალიზი
  • დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი ანგარიშების რეგულარულად წარმოება
  • ექსკლუზიური ბრენდების იმპორტთან დაკავშირებული სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება
  • იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი/ანალიზი
  • ექსკლუზიური ბრენდების სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების განსაზღვრა; ფორკასტების შემუშავება
  • კომპანიის პარტნიორ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება
  • იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება
  • ახალი პროდუქტის უცხოურ ბაზარზე მუდმივი მოძიება და შესწავლა

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მნიშვნელოვანია FMCG სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს



დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი