ადმინისტრაციული შესყიდვების კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
22 იან - 11 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.

“მაგნიტი“ ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.

კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.

თანამშრომლებს ვთავაზობთ კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას სხვადასხვა პოზიციებზე.

ამ დროის მონაცემებით, „მაგნიტს“ 300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.  

 

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე:

 

ძირითადი მოვალეობები:

  • შიდა მოხმარების პროდუქტების შესყიდვების ანალიტიკა
  • საჭირო პროდუქციის და სასურველი ფასის იდენტიფიცირება
  • პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
  • მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ მომწოდებლებთან
  • შესყიდვების ელექტრონულ პლატფორმებზე სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება, ვადების კონტროლი და ტენდერის დასრულებამდე სრული პროცესის მართვა
  • ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა და სათანადო სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება
  • შესყიდული პროდუქციის ქსელში გადანაწილების კონტროლი
  • ქსელში არსებული  ნაშთების კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
  • ინგლისური ენის ფლობა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს



დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr@magniti.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი