ბიზნეს კომუნიკაციების სპეციალისტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
11 იან - 10 თებ
პრიოსტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

MGL GROUP წარმოადგენს ქართულ-ბულგარული კომპანიას, რომელიც საქართველოს ბაზარზე ერთერთი წამყვანი ფიგურაა გადაზიდვებისა და ლოგისტიკის მომსახურების სფეროში.  კომპანია 2012წლიდან აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან.  ახორციელებს საერთაშორისო საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. MGL GROUP მზადაა სიახლეებისა და ინოვატორული იდეებისთვის, რომელსაც თავადაც სთავაზობს თანამშრომლებს. თუ ხართ პოზიტიური, აქტიური, კრეატიული და ეძებთ სტაბილურ სამსახურს, მაშინ თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია !

 

MGL GROUP  აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმის ოფისისთვის.

 

ძირითადი მოვალეობა:

  • ახალი მომხმარებლების მოძიება;
  • კომპანიის არსებული მომხმარებლების მომსახურება;
  • შეკვეთის მიღებიდან დასრულებამდე სრულ ციკლზე მონიტორინგის განხორციელება;
  • პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
  • მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაკეთება/პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
  • ცივი ზარების განხორციელება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (B2);
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკის მიმართულებით)
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • თემატურ საკითხებზე ჩამოყალიბებული აზრის ზეპირად გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა.

 


სამუშაო გრაფიკი :

 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

 სამუშაო დრო - 09:00 – 18 : 00

 ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა



დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე K.BAGRATIONI@MGL.GE გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები