შემოსავლების აუდიტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
11 იან - 10 თებ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი Retail Group Georgia 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius , Kiko Milano, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo,  CHARLES & KEITH, Sergent Major,  La Senza,  Accessorize, და ა.შ.

დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლში, სითი მოლში საბურთალოზე, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.

კომპანია ,,Retail Group Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას ,,შემოსავლების აუდიტორის - Cash Audit ‘’ პოზიციაზე

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიების შემოსავლების აუდიტის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში სხვაობების მიზეზების გამოკვლევა/გაანალიზება
  • მთავარი მოლარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მონიტორინგი და კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირება
  • ფულადი დანაკლისების რეპორტის მომზადება
  • დიპლომატიური პასპორტის მფლობელთა გაყიდვების მონაცემების მონიტორინგი და კონტროლი
  • საკონტროლო სალარო აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტების მართვა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადება
  • POS ტერმინალის საკომისიოს აღრიცხვა
  • თვისა და წლის  დახურვის პროცესში მონაწილეობა
  • ბონუსების კალკულაციის მიზნებისათვის გაყიდვების აუდიტირებული ანგარიშის წარდგენა HR დეპარტამენტისათვის.
  • უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის რეპორტის მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
  • უმაღლესი განათლება ბუღალტერია ან ფინანსების მიმართულებით
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ინგლისური ენის  სრულყოფილი ცოდნა
  • ACCA-ს (F1, F2, F3) დონეების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • დროის მართვის უნარი
  • პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო პირობები:  სრული განაკვეთი ( ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - 19:00მდე.

ლოკაცია: ვაჟა-ფშაველას გამზირი N70, სითი მოლის ბიზნეს ცენტრი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV ფოტოსურათით შემდეგ  მისამართზე:  hrgeo@fahretail.com

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შემოსავლების აუდიტორი

ბუღალტერია/ფინანსები
აუდიტი